31-05-2021
მიმდინარე წლის 1-ლი ივნისიდან ძალაში შედის ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, ბიზნესოპერატორები, რომლებიც საცალო ვაჭრობის პუნქტებში ახორციელებენ სურსათის წარმოება-გადამუშავებას, ეკისრებათ ვალდებულება, საქმიანობა HACCP-ის პრინციპების შესაბამისად აწარმოონ.
ასევე მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან HACCP-ის სისტემის პრინციპების დაცვა სავალდებულოა, ბიზნესოპერატორებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას (ხორცი და ხორცის პროდუქტები, რძის ფხვნილზე დამზადებული სურსათი, თევზი და თევზის პროდუქტები, კვერცხი და კვერცხის პროდუქტები, თაფლი)
რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. პარალელურად სააგენტო, ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს ბიზნსესსექტორთან.
2015 წლიდან სავალდებულოა ნედლი რძის გადამამუშავებელ საწარმოებსა და სასაკლაოებში; 2018 წლიდან სისტემის დანერგვის ვალდებულება დაეკისრათ იმ ბიზნესოპერატორებს, რომლებიც ექსპორტისთვის განკუთვნილ გადამუშავებული თხილის გულს ამზადებენ.
"საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვა სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა, რომლითაც შესაძლებელია, ბიზნესოპერატორებმა თავიდან აიცილონ პოტენციური საფრთხეები" - აცხადებენ სურსათის უვნებლობის სააგენტოში.