გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: რა დროს იმპიჩმენტია, როდესაც სამ თვეში არჩევნები უნდა დაინიშნოს

9-05-2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აუცილებელია, საქართველოს პრეზიდენტმა ისევე ისაუბროს არგუმენტებით და დასაბუთებულად, როგორც თავად საუბრობენ.


ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემა "არჩევანში" სტუმრობისას განაცხადა.


ამასთან, კობახიძის თქმით, არჩევნების წინა პერიოდში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების დრო არ არის. 

"საქართველოს პრეზიდენტმა უნდა ისაუბროს ასევე არგუმენტებით, კონტრარგუმენტებით, როდესაც ჩვენ არგუმენტებით ვსაუბრობთ, თუმცა, ამის სანაცვლოდ ჩვენ მოვისმინეთ სპეკულაციები სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. შემდეგ ეს გაგრძელდა იმპიჩმენტით. რა დროს იმპიჩმენტია, როდესაც სამ თვეში არჩევნები უნდა დაინიშნოს". 


შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესაბამისი პროცედურის დაწყებისკენ მოუწოდა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930