გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: სტაბილურობა არის ძალიან ძვირფასი რამ, რასაც ყველა უნდა გავუფრთხილდეთ

9-05-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველომ უდიდესი მსხვერპლი გაიღო ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვაკის პარკში განაცხადა, სადაც, მთავრობის წევრებთან ერთად, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.

პრემიერმა ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა ყველას, განსაკუთრებით კი ვეტერანებს და მათ მნიშვნელოვან ღვაწლზე ისაუბრა.

“მინდა, ყველას მივულოცო ფაშიზმზე გამარჯვების დღე, განსაკუთრებით - ვეტერანებს. ჩვენი ვალია, მათი გმირობა დავაფასოთ. ჩვენ გულში უნდა ჩავიხუტოთ ეს ძალიან ძვირფასი ადამიანები, რომლებმაც სიცოცხლე დადეს სამშობლოსთვის მსხვერპლად. საქართველომ გაიღო უდიდესი მსხვერპლი, 300 ათასზე მეტი ადამიანი შინ აღარ დაბრუნდა. ზოგიერთი გმირის სახელი ცნობილია, ზოგის - უცნობი. ასე, რომ დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ყველას, ვინც თავი გაწირა ქვეყნის გადარჩენისთვის. ამ უდიდეს დღეს ვულოცავ პირველ რიგში ომის ვეტერანებს და ასევე ვულოცავ მათ ოჯახებს, ვინც ამქვეყნად აღარ არის. საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას და მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას. სტაბილურობა არის ძალიან ძვირფასი რამ, რასაც ყველა უნდა გავუფრთხილდეთ”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი მიულოცა ვაკის პარკში შეკრებილ ვეტერანებს და მათ მხნეობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930