4-06-2021
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 026 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 527 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 499 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 779 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 347 762-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.59 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.06%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.90%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 959 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 331 680-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 876 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 779 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 401 შემთხვევა, აჭარა - 69, იმერეთი - 66, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 24, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 69, კახეთი - 37, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 24, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 180, საიდანაც: 3 516 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 943, აჭარაში - 350, იმერეთში - 435. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 776 პირი, მათ შორის, თბილისში - 367, აჭარაში - 87, იმერეთში -143. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 207 პირი, მათგან თბილისში - 136, აჭარაში - 12, იმერეთში - 14. 619 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 369 - თბილისში, 223- აჭარაში. 7 045 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 27 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 27, ხოლო აჭარაში - 0.
სულ 6 ოქტომბრიდან - 3 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 812 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 592 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 9 083, პირი, აჭარაში - 2 330, იმერეთში - 1 374.