4-06-2021
სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე ონში საგლოლო-ღების სახელმწიფო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და სოფელ ღებში (ჭალეების უბანში) სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს მოადგილეებთან, გიორგი მაქარაშვილთან, თემურ ჩანქსელიანთან და ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო.
საგლოლო-ღების სახელმწიფო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და მისი დასრულება იგეგმება წლის ბოლომდე. პროექტის ღირებულება შეადგენს 11, 679430 მლნ ლარს.
სოფ.ღებში (ჭალეების უბანში) სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს დაზიანებული გზის აღდგენისა და მდინარე რიონზე კალაპოტის ფორმირების სამუშაოები. პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია 200 მეტრ მონაკვეთზე რკინა-ბეტონის ნაპირსამაგრის მოწყობა და შიდა გზების რეაბილიტაცია. სამუშაოების ამ ეტაპის დასრულება იგეგმება მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში. მეორე ეტაპი ითვალიწინებს ნაპირსამაგრის მოწყობას 1300 მეტრზე, გზის შეკეთებას ღებიდან 8 კილომეტრზე ბრილის მიმართულებით. მეორე ეტაპის სამუშაოები განხორციელდება 2021- 2022 წლებში.