გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: ივანიშვილის დღევანდელი განცხადებით ამომრჩევლისთვის არსებული პოლიტიკური ვითარება საკმაოდ ნათელი ხდება

7-06-2021

"ივანიშვილის დღევანდელი განცხადებით ამომრჩევლისთვის არსებული პოლიტიკური ვითარება საკმაოდ ნათელი ხდება" - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც იგი ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

„სავსებით მოსალოდნელი იყო და ლოგიკურია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადება.

იმდენად შემაწუხებელი გახდა ის სპეკულაცია, რომ გიორგი გახარია და მისი ახალი პარტია „ქართული ოცნების“ ახალი ალტერნატივაა, რომ თავად ბიძინა ივანიშვილს მოუწია განცხადების გაკეთება. ვფიქრობ, ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას გაეცა პასუხი. ყველაზე გარდამტეხ დროს, როცა მმართველ გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა პრემიერად გახარია, მან გუნდს უღალატა. ღალატი კი, ჩამოურეცხავია.

ბიძინა ივანიშვილის 7 ივნისის განცხადებაში ხაზგასმულია შემდეგი: თებერვალში გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდის ღალატი და პირადად ივანიშვილის იმედგაცრუება.

გახარიას პარტიას, რომელსაც არ აქვს არავითარი იდეოლოგიური თუ კონცეპტუალური საფუძველი და იგი, აშკარად, მოაზრებულია როგორც სიტუაციური ინსტრუმენტი მმართველი გუნდისთვის საარჩევნო ხმების თუნდაც მცირე რაოდენობის წასართმევად, არაა ივანიშვილის პროექტი;

გარკვეული რყევებისადმი „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად საკმაოდ რეზისტენტულია და მომავალშიც წარმატებით უზრუნველყოფს სახელმწიფოს სიმტკიცეს, დემოკრატიული ინსტიტუტების, სამართლისა და კანონის უზენაესობის დაცვას.
ცხადია, სააკაშვილის სექტის ფლანგზე ივანიშვილის ამ განცხადებასაც არ დაიჯერებენ და იტყვიან, რომ ის მაინც ფარულ პოლიტიკურ თამაშებს ეწევა. ნაცსექტანტების ამგვარი დამახინჯებული აღქმები სავსებით გასაგებია. ისინი სამყაროს აღიქვამენ მათი ბელადის, მიხეილ სააკაშვილის არაადეკვატურობისა და არათანმიმდევრულობის „ლინზით“.

ივანიშვილის დღევანდელი განცხადებით, ამომრჩევლებისათვის საკმაოდ ნათელი ხდება არსებული პოლიტიკური ვითარება. ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შედეგები კი სიურპრიზებით ნამდვილად არ იქნება“, - წერს ანალიტიკოსი.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930