გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პენსია გაუორმაგდებათ

10-05-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პენსია გაუორმაგდებათ.
ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„გუშინ იყო 9 მაისი, გამარჯვების დღე და გვქონდა შეხვედრა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან. ძალიან ამაღელვებელი და ემოციურად დატვირთული დღე იყო. ისინი არიან ღვაწლმოსილი გმირები, როლებმაც საკუთარი სიცოცხლე არ დაიშურეს თავიანთი ქვეყნის გადასარჩენად და რა თქმა უნდა, იმსახურებენ განსაკუთრებულ პატივისცემას, არიან განსაკუთრებული ადამიანები - უკვე ხანდაზმულები, თუმცა ძალიან მეომრული შემართებით. პრაქტიკულად, მთელი დღე გუშინ მათთან ერთად გავატარე და ახლა, მთავრობის სხდომამდე მქონდა თათბირი მთავრობის რამდენიმე წევრთან, ძირითადად, ეკონომიკურ ბლოკთან. მინდა, გამოვაცხადო ჩვენი მხრიდან ნაბიჯი, რომელიც გარკვეულწილად ჩვენი ქვეყნის მადლიერებას გამოხატავს ამ ადამიანების მიმართ. მინდა, რომ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გავუორმაგოთ პენსია. სამწუხაროდ, ისინი ძალიან ცოტანი დარჩნენ და ჩვენ ნამდვილად გვმართებს, რომ თითოეულ მათგანს განსაკუთრებული ყურადღება ვაჩვენოთ სახელმწიფოს მხრიდან. ეს იქნება მცირედი გამოხატულება მათდამი მადლიერებისა და კიდევ ერთხელ მინდა, ყველა მათგანს მივულოცო დღე, რომელიც მათთვის და მთელი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30