გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი სტუდენტებს: ქვეყანას აკლია წარმატების ბევრი მაგალითი; ხალხს სჭირდება, დაიჯეროს გაკეთებული, მიღწეული საქმით და დაიჯერებს, თუ ვაჩვენებთ წარმატების ბევრ მაგალითს, წარმატების მაგალითები კი ხართ თქვენ

9-06-2021

რაც დღეს ჩვენს ქვეყანას აკლია ეს არის წარმატების ბევრი მაგალითი. ხალხს სჭირდება დაიჯეროს გაკეთებული, მიღწეული საქმით და დაიჯერებს იმ შემთხვევაში, თუ ვაჩვენებთ წარმატების ბევრ მაგალითს. წარმატების მაგალითები ხართ თქვენ, თქვენ უნდა შექმნათ წარმატების მაგალითები, - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა არის კარგი სასტარტო პირობა და სტუდენტებს ყველაფერი აქვთ იმისთვის, რომ გახდნენ წარმატებულები.

„კიდევ ერთხელ გილოცავთ, გილოცავთ ამ არაჩვეულებრივ გარემოში სწავლას. ეს ნამდვილად არის კარგი შესაძლებლობა, კარგი სასტარტო პირობები. როდესაც მე ვსწავლობდი საფრანგეთში, იქ არაერთი კარგი კამპუსი მაქვს ნანახი და გეტყვით სრული პასუხისმგებლობით, რომ აქ გაცილებით უკეთესია, ვიდრე რაც მინახავს ევროპაში. რაც დღეს ჩვენს ქვეყანას აკლია ეს არის წარმატების ბევრი მაგალითი. ხალხს სჭირდება, დაიჯეროს გაკეთებული, მიღწეული საქმით და დაიჯერებს იმ შემთხვევაში, თუ ვაჩვენებთ წარმატების ბევრ მაგალითს. წარმატების მაგალითები ხართ თქვენ, თქვენ უნდა შექმნათ წარმატების მაგალითები,"- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930