11-06-2021
მეცინება, ოპოზიცია რომ გამოდის და იძახის მერობის ერთიანი კანდიდატი დავაყენოთო. თქვე მამაცხონებულებო, ერთად ვისხედით, ერთი მიზანი გვქონდა, შედეგებს მივაღწიეთ, მსოფლიოს ახალი არჩევნების აუცილებლობა ვაღიარებინეთ, სამიოდე კვირაღა უნდა გაგვეძლო, ვერ გავძელით და რომელი ერთიანი მერობის კანდიდატურის დამყენებელი ვართ? - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ქართული პოლიტიკური სპექტრი უნდა გაიწმინდოს.
„საერთო ჯამში, ქართული პოლიტიკა უნდა გაიწმინდოს - ვისთვისაც პოლიტიკა არის ბიზნესი, შემოსავალი და ახლა კიდევ ვიმეორებ, რაც უკვე ვთქვი თქვენი ტელეკომპანიის ეთერში, რომ მე არ წამოვსულვარ პოლიტიკაში პირადი ინტერესებისთვის“ - განაცხადა ნათელაშვილმა.