13-06-2021
ვამაყობ საქართველოს როლით, რომელიც შევასრულეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ, ფილიპ რიკერთან ერთად მჭიდრო კოორდინაციით, აზერბაიჯანის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლების ხელშესაწყობად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ოფიციალურ გვერდზე წერს.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად.
„ვამაყობ საქართველოს როლით, რომელიც შევასრულეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ, ფილიპ რიკერთან ერთად მჭიდრო კოორდინაციით, აზერბაიჯანის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლების ხელშესაწყობად. სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.