გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

11-05-2018

დიდუბეში, სავაჭრო ცენტრ „მეგალაინის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგად ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინეს და მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს.
მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, დაკავებულები არიან წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1984 წელს დაბადებული დ.ბ. და 1983 წელს დაბადებული გ.ჭ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დ.ბ.-ს მფლობელობაში არსებულ სასტუმროში 1993 წელს დაბადებული გ.ს. მოტყუებით მიიყვანეს, მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ღირსების შემლახველი ფოტოები გადაუღეს, დიდი ოდენობით ფულად თანხას სძალავდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახის წევრების მოკვლით და ფოტოების ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებით დაემუქრნენ.
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დ.ბ. და გ.ჭ. თბილისში, დიდუბეში, ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავა. დ.ბ.-ს კუთვნილი სასტუმროს ერთ-ერთი ნომრიდან, რომელშიც გ.ჭ. ცხოვრობდა, „ნაგანის“ სისტემის პისტოლეტი 7 საბრძოლო ვაზნით და საინექციოდ გამზადებული ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული.
გამოძიება ჯგუფური გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30