16-06-2021
გლდანის რაიონში, ლესელიძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებასთან ერთად, 17 ივნისიდან ავტობუსი N51 ძველი, დადგენილი სქემით იმოძრავებს.
ლესელიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების მსვლელობის პერიოდში, ავტობუსი N51 გადაადგილდებოდა შეცვლილი მარშრუტით - მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“, თიანეთის გზატკეცილზე სვლას მარცხნივ მოხვევით განაგრძობდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ავტობუსი მგზავრებს ძველი, დადგენილი სქემით მოემსახურება, რომლის მიხედვითაც, თბილისის მერიის ინფორმაციით, მგზავრების მომსახურებას მე-8 მიკრორაიონის მიმართულებითაც შეძლებს.