გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იმერეთში ინფო-ტური გამართა

18-06-2021

სათავგადასავლო ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტული კომპანიებისათვის ინფო-ტურებს აგრძელებს.

სხვადასხვა ტურისტული კომპანიის 18 წარმომადგენელი ადმინისტრაციის ორგანიზებით იმერეთს ეწვია. ტურის ფარგლებში ტურ-ოპერატორებმა ჭიათურაში მღვიმევის მონასტერი, სვიერში კლდეკარის კლდეში ნაკვეთი ეკლესია დაათვალიერეს, ასევე იმყოფებოდნენ სვერის სათავგადასავლო ტურისტულ ბანაკში, ტურის მონაწილეებმა მოინახულეს სოფელ ხრეითში მდებარე კარიანი კლდე. ინფო-ტურის მონაწილეებისათვის სპელეო ტურიც გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ტურ-ოპერატორებმა კოტიას მღვიმე დაათვალიერეს.

ტურისტული კომპანიები საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, „Gitoa" – საქართველოს შემომყვან ტურ ოპერატორთა ასოციაციამ ,"GTA" – საქართველოს ტურიზმის ასოციაციამ და ეკოტურიზმის ასოციაციამ შეარჩიეს.

ინფო-ტურებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა თუ შემომყვან ტურისტულ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტურისტულად უცნობ ადგილებს, ტურისტულ პროდუქტებს, მარშრუტებსა და ობიექტებს, რომლებიც ფართო საზოგადოებისათვის უცნობია. ტურების შემდეგ კომპანიები ამ მარშრუტების გათვალისწინებით, ქართველი და უცხოელი ვიზიტორთათვის ტურისტულ პაკეტებს მოამზადებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930