გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანა ბიერდე: მინდა საქართველოს მივულოცო პანდემიის კარგი მართვა, ქვეყანამ თავიდანვე გამოიჩინა თავი ,ყველა საჭირო ზომა იქნა მიღებული

18-06-2021

მინდა საქართველოს მივულოცო პანდემიის კარგი მართვა, ქვეყანამ თავიდანვე გამოიჩინა თავი, ყველა საჭირო ზომა იქნა მიღებული- ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო პანდემიისთვის მზად იყო როგორც ჯანდაცვის, ისე ეკონომიკის კუთხით.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ საქართველოში დავბრუნდი. 2015 წელს ვიყავი პირველად. ბევრი რამ შეიცვალა მას შემდეგ და რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ბევრს ვფიქრობთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში. 2020 წელი განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა მთელი მსოფლიოსთვის , მათ შორის საქართველოსთვის და მინდა დავიწყო ჩემი სიტყვა იმით, რომ საქართველოს მივულოცო ასეთი კარგი მართვა. თავიდანვე გამოიჩინა თავი ქვეყანამ, ყველა საჭირო ზომა იქნა მიღებული და ნამდვილად მიგვაჩნია, რომ ქვეყანა მზად იყო ჯანდაცვის კუთხით ამ პანდემიისთვის. ეკონომიკურადაც მზად იყო იმიტომ, რომ მხარდაჭერა იყო უზრუნველყოფილი ოჯახებისადმი და დარგებისადმი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთ ბუფერული ზონა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკის დარგებისთვის იმიტომ, რომ თავიდან დაიწყო როგორც ჯანდაცვის კრიზისი, მაგრამ მალევე გამოჩნდა, რომ ეკონომიკური კრიზისიც გამოვლინდა. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ თავიდანვე გვთხოვეს დახმარება, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც მოგვმართა დახმარებისთვის და ჩვენ საგანგებო რეჟიმში უზრუნველვყავით დახმარება. ახლახანს მაგალითად ჯანდაცვის სფეროში, ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში უზრუნველვყავით დახმარება. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მრავალპლატფორმული დახმარება გვაქვს საქართველოსთვის. ერთ-ერთი წარმატებული პროგრამა და სტრატეგია საქართველოში ხორციელდება ვაქცინაციის კუთხით და ეს არის მხოლოდ ერთი არხი ან ერთი საშუალება, მრავალ არხობრივი დახმარებაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შესყიდვები სწორედ მოხდეს და მოხდეს ვაქცინაციის პროცესის მართვა. ჩვენ დიდი სიამოვნებით დავეხმარებით ქვეყანას შემდგომშიც, ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში. ამ კალენდარული წლის ბოლოსთვის 60 % არის სამიზნე მაჩვენებელი და იმედი მაქვს, გამოიყენებს ამ შესაძლებლობას ქვეყანა",- განაცხადა ანა ბიერდემ.

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ჯანდაცვის სფეროს გარდა, მსოფლიო ბანკი საქართველოს ეხმარება მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების გაძლიერებაში.

„ ეს ის სფეროა, სადაც მთელ რეგიონში ძალიან დიდი მოთხოვნა არსებობს ჩვენი კლიენტი ქვეყნებიდან და ჩვენ საქართველოს დიდი სიამოვნებით ვეხმარებით ამ კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ამ კუთხით ჩვენთვის აქტუალური გახდა ეს დარგი,- განაცხადა ანა ბიერდემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930