გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: ჩვენმა პარტიამ ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით დააბრუნა ქვეყანა დემოკრატიისა და ევროპოული ღირებულებების გზაზე

11-05-2018

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მმართველმა პარტიამ ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით ქვეყანა დემოკრატიისა და ევროპოული ღირებულებების, ასევე სამართლის უზენაესობისა და კაცთმოყვარეობის გზაზე დააბრუნა.
მისივე თქმით, ახალი გამოწვევების დაძლევის მიზნით, პარტია განვითარების სხვა ეტაპზე გადადის.
ამის შესახებ კალაძემ „ქართული ოცნების“ მეხუთე ყრილობაზე განაცხადა.
„ჩვენ ვართ ძალა, რომელმაც 2012 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, გარდამტეხი ცვლილება შეიტანა ქვეყნის განვითარებაში. მადლობა მინდა გადავუხადო "ქართული ოცნების" თითოეულ მხარდამჭერს, მთელ ქართულ საზოგადოებას, რომელიც უსამართლო რეჟიმს არ შეეგუა და ჩვენთან ერთად, თავისუფლება მოიპოვა. არჩევნების გზით ჩვენ ჩავანაცვლეთ საკუთარი მოსახლეობის წინაღმდეგ მიმართული, ადმიანებზე, კანონზე მოძალადე ხელისუფლება, ხელისუფლებით რომლის მთავარი ღირებულებები - ადამიანი და სამშობლოს სიყვარულია. ჩვენმა პარტიამ ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, დააბრუნა ქვეყანა დემოკრატიის და ევროპული ღირებულებების, სამართლიანობის უზენაესობის და კაცთმოყვარეობის გზაზე.
ჩვენი პარტიის ისტორია ხანმოკლეა, მაგრამ მან უკვე ღირსშესანიშნავი კვალი დატოვა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური გაერთიანების ირგვლივ მოხდა არადემოკრატიულ რეჟიმთან მოქალაქეების კონსოლიდაცია, არჩევნების გზით ჩავანაცვლეთ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ხელისუფლება, ხელისუფლებით, რომლის მთავარი ღირებულებები ადამიანი და სამშობლოს სიყვარულია. 
ჩვენმა პარტიამ ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით დააბრუნა ქვეყანა დემოკრატიისა და ევროპოული ღირებულებების, სამართლის უზენაესობისა და კაცთმოყვარეობის გზაზე.
პარტიის მეოთხე ყრილობის ჩატარებიდან დღემდე გასული ორი წლის განმავლობაში გარტარდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები ჩვენი პარტიის გასაძლიერებლად. განხორციელდა პარტიის ცენტრალური სტრუქტურების რეორგანიზაცია. მნიშვნელოვნად განახლდა პარტიის პოლიტიკური გუნდი, პარტიაში განხორციიელებულმა ცვლილებებმა შეასრულა უმნიშვნელოვანესი როლი ჩვენს წარმატებაში 2016 წლისა და 2017 წლის, საპარლამენტო და მუნიციპალურ არჩევნებში.
დღეს ჩვენი პოლიტიკური გუნდის წინაშე ახალი გამოწვევები დგას. პარტია გადადის განვითარების ახალ ეტაპზე და მე დარწმუნებული ვარ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ჩვენ შევძლებთ საზოგადოების კონსოლიდაციას ახალი ხედვებისა და იდეების განსახორციელებლად. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ცვლილებები იქნება მძლავრი იმპულსი საქართველოში პარტიული და პოლიტიკური ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასაყვანად“- განაცხადა კალაძემ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930