გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთში გრიგოლეთისა და ყვავილნარის სანაპირო ზოლის განაშენიანების გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა

21-06-2021

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში გრიგოლეთისა და ყვავილნარის სანაპირო ზოლის განაშენიანების გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა.

გრიგოლეთისა და ყვავილნარის სანაპირო ზოლის განაშენიანების გეგმის შესახებ ვახტანგ ჯოხაძემ ისაუბრა, ხოლო სანაპირო ზოლის განაშენების გეგმის ქალაქმშენებლობითი ღონისძიებები და მათი ეფექტიანობის შესახებ ლადო ვარდოსანიძემ და იოანე მენაბდემ გააცნეს საზოგადოებას.

განაშენიანების გეგმა სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის, მათ შორის, სათავგადასავლო პარკის, საცხენოსნო კლუბის, სავაჭრო ქსელის, სანაოსნო კლუბის, ნავმისადგომის, ველობილიკის, წყალსადენისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობას და ა.შ. განხორციელებას ითვალისწინებს.

გრიგოლეთისა და ყვავილნარის სანაპირო ზოლის განაშენიანების გეგმაზე მუშაობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიასა და კონკურსში გამარჯვებულ ა(ა)იპ „საქართველოს სივრცითი განვითარების მართვის ინსტიტუტს" შორის გასულ წელს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმდინარეობს.

შეხვედრას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები, მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031