გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: ახალგაზრდებს უნდა ავუხსნათ თუ რა რისკის შემცველია ნარკოდამოკიდებულება

12-05-2018

ქართველი სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის დანაშაულებისთვის ძებნილი საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში წუხელ ჩატარებულ ანტინარკოტიკულ სპეცოპერაციას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.


მისი შეფასებით, კლუბებზე თავდასხმას ყველაზე დატვირთულ დროს და ხალხმრავალ ვითარებაში,არაფერი აქვს საერთო ნარკოტიკებთან ბრძოლასთან და ეს იყო წმინდა წყლის დამაშინებელი აქცია.


"ნარკოტიკებთან ბრძოლა თუ გინდა, ცნობილია ყველა მსხვილი ბარიგის ვინაობაც და მისამართიც. ასევე, შემოტანის არხები. მაგრამ, ამ ყველაფერს ვერ ეხებიან, რადგან არსებობს მფარველები და მფარველობენ უმაღლეს დონეზე. ამიტომ პოლიციას უბრძანეს, რეალური წყაროების ნაცვლად, წმინდა რუსული სტილის დემონსტრირებით შემოიფარგლოს.


ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში ჩვენც გვქონდა შეცდომები, მაგრამ ამ შეცდომების პირობებშიც კი, ასეთი სისულელე არავის მოსვლია თავში.


გასამკაცრებელია საზღვრის კონტროლი. მომხმარებლების დევნის ნაცვლად, დაკავდნენ მსხვილი გამსაღებლებით. ასევე საჭიროა, გონივრული საინფორმაციო კამპანია, რათა ახალგაზრდებს ავუხსნათ, თუ რა რისკის შემცველია ნარკოდამოკიდებულება მათი სიცოცხლისთვის"-წერს სააკაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30