12-05-2018
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საერთაშორისო შეხვედრის დროს სენატორ ჯონ მაკკეინის ტვინის სიმსივნესთან დაკავშირებით დამცინავი განცხადება გააკეთა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
თეთრი სახლის კომუნიკაციების ოფისის სპეციალურმა ასისტენტმა სადლერმა განაცხადა, რომ მაკკეინის კრიტიკა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატზე ყურადღებამისაქცევი არ არის, რადგან ის მაინც მოკვდება. „ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ის კვდება“, – განაცხადა სადლერმა.
თეთრი სახლის წარმომადგენლის ამ რეპლიკას „ტვიტერში“ გამოეხმაურა მაკკეინი მეუღლე, სინდი მაკკეინი. „ნება მომეცით, შეგახსენოთ, რომ ჩემს მეუღლეს ჰყავს ოჯახი, შვიდი შვილი და ხუთი შვილიშვილი“, – წერს სინდი მაკკეინი „ტვიტერზე“.
81 წლის ჯონ მაკკეინი დონალდ ტრამპის ხშირი კრიტიკით გამოირჩევა. მაკკეინს ტვინის სიმსივნის აგრესიული ფორმა აქვს. დიაგნოზი სენატორს ერთი წლის წინ დაუსვეს.
წყარო: "რეზონანსი"