23-06-2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლებს რეგიონული პოლიტიკის მიმართულებით, იაგო წიკლაურს და ეკონომიკურ-სოციალური მიმართულებით, ქეთევან თათოშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე ქიმიური ნივთერებების, ცხოველური და საკვები პროდუქტების, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების ნარჩენების მართვის საკითხებსა და წყლის და ჰაერის დაბინძურების კუთხით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
სოლომონ პავლიაშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში ნარჩენების მართვის კოდექსისა და ნარჩენების მართვის 5 წლიანი სამოქმედო გეგმის მნიშვნელობას. მინისტრის მოადგილემ მწარმოებლის გაფართოებული ვადლებულებისა და ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით ქვეყანაში წინგადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უნარჩენო ტექნოლოგიების დანერგვა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტია.
შეხვედრას გარემოს ეროვნული სააგენტოს, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის და სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც პრეზიდენტის მრჩევლებს რეგიონებში შესაბამისი მიმართულებებით არსებული სიტუაციისა და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.