გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: კითხვებზე, რომლებიც დაგროვდა პასუხის გასაცემად ნებისმიერ დროს მზად ვარ

13-05-2018

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით პოლიცია მაქსიმუმს აკეთებს, რათა დაიცვას ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოება და გამოხატვის უფლება.


„პირველ რიგში, მინდა მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც დღეს, ახლა, ამ წუთებში შეკრებილი არიან რუსთაველზე, პარლამენტის წინ და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს, მთელი დღე და გუშინაც პოლიცია აკეთებდა მაქსიმუმს, რათა დაიცვას ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოება და გამოხატვის უფლება.


პოლიცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაიცვას ეს უფლება და პირველ რიგში, დაიცვას თითოეული ჩვენი თანამოქალაქის უსაფრთხოება.

თუ პარასკევის ღონისძიების შესახებ არსებობს რაიმე სახის შეკითხვები, მე, პირადად, მზად ვარ, სულ რამდენიმე წუთში ვიყო, აქციის ორგანიზატორებთან ერთად, ამ ტერიტორიაზე. თუ საჭირო იქნება, დავსხდეთ და ყველა კითხვას აბსოლუტურად ღიად და გულწრფელად გავცეთ პასუხი, რამეთუ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქის როგორც გამოხატვის უფლება, ასევე უსაფრთხოება. ამიტომ, სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, მინდა მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს, რომელიც დღეს იმყოფება რუსთაველზე, პარლამენტის წინ და ვთხოვო მათ, რომ მისცენ საშუალება პოლიციას, შეასრულოს თავისი უფლებამოსილება, რაც გამოიხატება თითოეული ჩვენი თანამოქალაქის უსაფრთხოების დაცვაში. დღეს, ამ წუთებში, ეს გახლავთ ყველაზე მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ იმ კითხვებზე, რომელიც თქვენ დაგიგროვდათ, თუნდაც პარასკევის ღონისძიებაზე, ან სხვა, დაახლოებით იგივე შეკითხვები, როგორიც არის ნარკოპოლიტიკა და ასე შემდეგ, მე მზად ვარ სულ რამდენიმე წუთში ყველა ამ შეკითხვას პასუხი გავცე ღიად და აბსოლუტურად ტრანსპარენტულად“-განაცხადა გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930