გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, აგვისტო 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დღეს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება

14-05-2018

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, დღეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ოთხი საკითხის განხილვა:
მზადება ნატოს ბრიუსელის 2018 წ. სამიტისთვის.
რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეები, მათი გავლენა ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე და აშშ-ის და სხვა პარტნიორების მხარდაჭერის გაზრდა. 
მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემო 
რეფორმების მიმდინარეობა ქვეყნის თავდაცვის სფეროში

მომხსენებლები იქნებიან:
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური
საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დათუნა რაქვიაშვილი
სხდომაში მონაწილეობისთვის მოწვეულია ეროვნული უშიშროების საბჭოს ყველა მუდმივი წევრი.
სხდომა 18:00 საათზე დაიწყება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031