26-06-2021
აქტიურად ვმუშაობთ ჩვენ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. სასიხარულოა ის ინფორმაცია, რომ პარლამენტმა უკვე მიიღო შესაბამისი კანონი წინა კვირას, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კიბერუსაფრთხოება არის 21-ე საუკუნის გამოწვევა და მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან.
„ზოგადად, კიბერი არის 21-ე საუკუნის გამოწვევა და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენ პატარა ქვეყანას გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან ამერიკასთან, დიდ ბრიტანეთთან და ა.შ. ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროს ძალიან წარმატებული მაგალითები გვაქვს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, ერთ-ერთი საუკეთესოდ არის დაცული დღესდღეობით სამინისტრო, სწორედ ჩვენი პარტნიორების დახმარებით და ჩართულობით. ასე რომ ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა და კოორდინაცია უფრო უკეთესად აეწყობა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.