გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არასწრულწლოვანი შვილების თვალწინ მეუღლის ცემაში ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

14-05-2018

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ი.მ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ სცნო.


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ი.მ.-მ 2018 წლის 23 თებერვალს, ღამის საათებში, დედოფლისწყაროს რაიონში, მისსავე საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლის ჯ.ა.-ს მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რა დროსაც თავის არეში ხელისა და მობილური ტელეფონის მრავალჯერადი დარტყმით მას ფიზიკური ტკივილი და მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა.


სამართალდამცველებმა ი.მ. იმავე დღეს დააკავეს, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახისერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ი.მ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 6 თვეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო დანარჩენი 6 თვე ჩაეთვალა პირობით. ბრალდებულს გამოსაცდელ ვადად დაუწესდა 1 წელი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930