გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
“ნატალის” დამფუძნებელი ნატა სამადალაშვილი გარდაიცვალა

15-05-2018

სამოდელო სააგენტო “ნატალის” დამფუძნებელი ნატა სამადალაშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
ის პირველი ქართველი ქალი იყო, რომელმაც სამოდელო სააგენტო შექმნა. სწორედ ნატა სამადაშვილის აღმოჩენაა ბევრი ქართველი მოდელი მათ შორისაა: თაკო ჩხეიძე, თიკა ფაცაცია, კრისტი ყიფშიძე, ლიკა კვარაცხელია, თამუნა გაბრიელაშვილი, ლიკა ქორქია.
“ნატალი” 2017 წელს 25 წლის გახდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ჟურნალმა “ბომონდმა” სპეციალური ფოტოსესია მოაწყო, რომელშიც 90-იანი და 2000-იანი წლების ყველა ცნობილი მოდელი იღებდა მონაწილეობას.
“ნატალის” შექმნის იდეა დამებადა 90-იან წლებში, როდესაც ქვეყანაში რესტრუქტურიზაცია დაიწყო. ამ დროისათვის ჩვენს ბაზარზე აქტიურად მუშაობდა “მოდელების” სახლი, სადაც მე დამდგმელ ქორეოგრაფად ვმუშაობდი. გადავწყვიტე, გამეხსნა სამოდელო სააგენტო ჩემს მეგობრებთან ერთად და გოგონებისთვის მიმეცა საშუალება, იმ რთულ პერიოდში დაემკვიდრებინათ თავი, როგორც მოდელებს. ჩვენ ერთიანი ძალებით შევძელით სტერეოტიპის დამსხვრევა, რაც იმ პერიოდში არსებობდა მოდელის პროფესიასთან მიმართებაში…
“ნატალიმ” 25 წლის განმავლობაში შექმნა საკუთარი მეთოდი, რომლითაც გოგონებს ვეხმარებით ისწავლონ არა მარტო სიარული, არამედ ყველაფერი, რაც სრულყოფილი ქალისთვის არის საჭირო. ჩემი დევიზია, მოდელებმა არა მარტო საკუთარი სილამაზე აჩვენონ, არამედ ინტელექტიც!” – ამბობდა “ბომონდთან” ინტერვიუში ნატა სამადალაშვილი.

kvira+

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930