გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ექიმების საქმიანობის ხელის შეშლა შესაძლოა 1000 ლარით დაჯარიმდეს

15-05-2018

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებები იგეგმება, რომლის მიხედვითაც ექიმების შეცდომის შესახებ მედიით გაშუქება შესაძლოა, აიკრძალოს. საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში საქართველოს კლინიკების ასოციაციამწარადგინა. ამის შესახებ bpn.ge წერს.

ინიციატივა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებსაც ითვალისწინებს. კერძოდ, ექიმის გადაცდომის შესახებ ექსპერტიზის დასკვნის ან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მედიაში ინფორმაციის გამავრცელებელი ან თავად მედიასაშუალება 1000 ლარით დაჯარიმდება. განმეორების შემთხვევაში კი 2 ათასი ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ამასთან, მასმედიის საშუალებას მოუწევს უარყოს მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია.

ცვლილებები ასევე გულისხმობს ფულად სანქციებს საავადმყოფოების ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის გამართვის შემთხვევაში. მსგავის ქმედება პირთა 1000 ლარით; განმეორებითი ქმედების შემთხვევაში კი 2000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ასევე 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება ადამიანს, რომელიც ექიმს ან მედპერსონალს დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში ხელს შეუშლის. 

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის განმავლობაში 302 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა. 207 ექიმს წერილობითი გაფრთხილება მისცეს, ხოლო 93 ექიმს შეუჩერდა საქმიანობის უფლება სხვადასხვა ვადით, 1-დან 4-თვემდე და 2-ს არ დაეკისრა პასუხისმგებლობა.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031