გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
,,ჩარლი" - ,,ლურჯი ვეშაპის" ანალოგი თამაში, მისგან მომდინარე საფრთხეები და რეკომენდაციები მშობლებს

15-05-2018

სოციალურ ქსელებში ბევრს საუბრობენ ახალი საშიში ინტერნეტ თამაშის, ,,ჩარლის" შესახებ, რომელიც როგორც ირკვევა, ,,ლურჯი ვეშაპის" ანალოგია და საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის.

,,ჩარლისგან" მომდინარე საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, სპეციალისტები მშობლებს რეკომენდაციებს აძლევენ:


,,რეკომენდაციები, რომელთაც ახლა გაწვდით უმნიშვნელოვანესი და პრაქტიკულად სავალდებულოა თითოეული თქვენგანისთვის, რათა მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ბავშვების უსაფრთხოება.


ქვეყანაში გავრცელდა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხის შემცველი ახალი მანიპულაციური თამაში ,,ჩარლი", რომელიც ადრე გავრცელებული „ლურჯი ვეშაპის" ანალოგია.


თამაშის ფარგლებში მოსწავლეები იღებენ სხვადასხვა ტიპის დავალებებს მაგ.: გააფუჭონ დედის საყვარელი ნივთი, მოატანინონ, ან მიუტანონ მეგობარს სხვადასხვა ნივთები და ა.შ. მიცემული დავალებები ეტაპობრივად რთულდება და საბოლოო ჯამში ფატალურ შედეგამდე მივყავართ.


აქტივობა შენიღბულია კომპიუტერული/ტელეფონის თამაშის სახით და მასში ჩართვისაგან დაზღვეული არავინ არის.


სპეციალისტებისგან მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები და გარემოებები:


ამ აქტივობაზე/თამაშზე საკუთარი ინიციატივით საუბრის წამოწყება სახიფათოა, ინტერესის გაზრდის რისკის გამო;


შეინარჩუნეთ სიმშვიდე;


არ უსაყვედუროთ;


არ შეაშინოთ;


არ დაემუქროთ, რომ ამ აქტივობაში ჩართვის შემთხვევაში დასჯით;
გამოიჩინეთ მხარდაჭერა;


აგრძნობინეთ, რომ მის გვერდით ხართ;


უთხარით, რომ გიყვართ;


არ გააუფასუროთ ბავშვის მონაყოლი, აგრძნობინეთ, რომ მისი აზრი და მონაყოლი მნიშნელოვანია;
უთხარით, რომ ყველაფერს გააკეთებთ მის დასაცავად;


აგრძნობინეთ, რომ უსაფრთხო გარემოშია;


მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად;


ყურადღება მიაქციეთ ბავშვი/მოზარდი დღის განმავლობაში რით არის დაკავებული და დაგეგმეთ მშობლებისა და შვილების ერთობლივი აქტივობები (მაგალითად, გასეირნება პარკში, თიხით ძერწვა, ლოგიკური თამაშები და ა.შ.);


ყურადღების გაზრდა არ ნიშნავს გადამეტებულ კონტროლს, შეზღუდვასა და
აკრძალვებს;


დააკვირდით, ბავშვის ქცევის ნებისმიერ ცვლილებას, მათ შორის არაბუნებრივად პოზიტიურესაც კი;


დააკვირდით, უარს ხომ არ ამბობს იმ აქტივობებზე, რომლებშიც ადრე ჩართული იყო;


დააკვირდით, ხომ არ აქვს ძილის პრობლემები;


დააკვირდით გუნება-განწყობის ცვლილებას;


თუ ბავშვი/მოზარდი დაგისვამთ კითხვას, დააზუსტეთ ინფორმაციის წყარო და რა დოზით ფლობს ინფორმაციას;


უპასუხეთ წყნარი ტონით და მშვიდად აუხსენით, რომ ეს არ არის თამაში, ეს არის
მანიპულაცია, რომელზეც შესაძლოა ნებისმიერი ადამიანი წამოეგოს და რომლის მიზანია ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენება. ისინი ცდილობენ, მუქარისა და მანიპულაციური შინაარსის შეტყობინებით, ბავშვებისათვის დავალებების მიცემას. ამ შეტყობინების/დავალებების იგნორირება აუცილებელია აქტივობიდან გამოსვლისათვის.


აუხსენით ბავშვს/მოზარდს, რომ გამოსვლა და იგნორირება არ უქმნის საფრთხეს ბავშვს/მოზარდს ან მის ახლობლებს.


არ მისცეთ პირობა, რომ მონაყოლი თქვენ შორის დარჩება, თუმცა, გააფრთხილეთ, რომ მხოლოდ იმ პირს გადასცემთ ინფორმაციას, ვინც დაგეხმარებათ;


აუცილებლად დაიცავით კონფიდენციალურობა და ინფორმაცია გადაეცით მხოლოდ შესაბამისი სამსახურების პასუხისმგებელ პირებს (მაგალითად, სკოლის ადმინისტრაცია)


გაარკვიეთ, არის თუ არა ბავშვი/მოზარდი ჩართული აქტივობაში,


ხომ არ იცის ბავშვმა/მოზარდმა ვინმე, ვინც შეიძლება ასევე ჩართული იყოს ამაში და
თუ არის დაუყოვნებლად მიმართეთ სკოლის ადმინისტრაციას.


თუ ბავშვი/მოზარდი ჩართულია, კითხეთ რას გულისხმობს ჩართულობაში
და აუცილებლად მიმართეთ ფსიქოლოგს", - აღნიშნავენ სპეციალისტები.



pia.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930