გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: აკვაკულტურის შესახებ მიღებული კანონი ამბიციური გარღვევაა

1-07-2021

„ჩვენ მივიღეთ კანონი აკვაკულტურის შესახებ. ეს იყო ამბიციური გარღვევა. ახლა ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანაა ამ კანონის შესრულება, რომლის შედეგადაც ჩვენ შიგა წყლების რესურსებს სრულად გამოვიყენებთ. საქართველო, მხოლოდ შიგა წყალსაცავებში, დაახლოებით, 20 000 ტონამდე თევზის და ზღვის პროდუქტების წარმოების შეძლებს, ეს იქნება მნიშვნელოვანი კონტრიბუცია, რომ შიდა მოთხოვნა, დაახლოებით, 70%-ით დავაკმაყოფილოთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ - გრძელვადიანი ხედვა წარდგენის ღონისძიებაზე. მინისტრმა განვითარების ხედვის მიმართულებებზე ისაუბრა.

„აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს საზღვაო სივრცეში და შიგა წყალსატევებში ძირითად სარეწაო ბიორესურსების შეფასებას და პროგნოზირებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახორციელებს; ასევე, თევზის რესურსების ინვენტარიზაციას, პერსპექტიული თევზის სახეობების და წყლის ეკოსისტემების ფონდის განსაზღვრას, თევზის რესურსების მდგომარეობის ეკოლოგიურ და ეკონომიკურ შეფასებას, რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელს შეუწყობს საზღვაო მარიკულტურის პოტენციალის ამაღლებას, წარმოების მოცულობის გაზრდას და ზღვის პროდუქტების იმპორტზე ქვეყნის დამოკიდებულების შემცირებას.

მარაგის შეფასების სრულყოფილად წარმოება ხელს შეუწყობს ქვეყანაში თევზჭერის დარგის მდგრად განვითარებას, ეკონომიკის ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. დადგენილი თევზის რესურსის რაოდენობა უზრუნველყოფს თევზის გადამმუშავებელი საწარმოების სრულ დატვირთვას“ - განაცხადა მინისტრმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველი უწყებაა, რომელმაც დარგის განვითარების ათწლიან ხედვა წარადგინა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930