15-05-2018
ფოტო: სამხრეთის კარიბჭე
19 მაისს, აქცია - „ღამე მუზეუმში“ მოეწყობა. აქციის ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი, დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს და მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება.
აქციას „ღამე მუზეუმში“ - საფუძველი 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ ჩაეყარა და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში.
მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აქციის „ღამე მუზეუმში“ ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა.
მუზეუმები რეგიონებში, სადაც 19 მაისს ღამე შესვლა უფასო იქნება.
მუზეუმები თბილისში, სადაც 19 მაისს ღამე შესვლა უფასო იქნება.