3-07-2021
მილიონი დოზა ვაქცინის შემოტანა და ვაქცინაციის ახალი გეგმა პრემიერ მინისტრის და ჯანდაცვის სისტემის დიდი წარმატებაა. იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოში კოვიდ19-ის ვირუსი საზოგადოებრივი ჯანდაცვის N1 გამოწვევად რჩება, ვაქცინების რეზერვი და ვაქცინაციის გეგმა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამაზე არამხოლოდ მოქალაქეთა ჯანმრთელობა, არამედ ქვეყნის ეკონომიკა, ჩვენი შვილების განათლება და უამრავი ოჯახის სოციალური მდგომარეობა არის დამოკიდებული.
პრემიერ მინისტრის და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, ვაქცინების სხვადასხვა მწარმოებელ კომპანიასთან პირდაპირი მოლაპარაკებები და მაღალი დონის ჩართულობა სწორი ტაქტიკა იყო.
ცალკე აღსანიშნავია და მადლობას იმსახურებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები useu, რომელთა მხარდაჭერაც პანდემიის მართვის პროცესში ძალიან გვეხმარება.
განსაკუთრებული მადლობა ექიმებს და ექთნებს, რომლებიც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე რჩებიან!
“სინოფარმით” მეორე ვაქცინაციიდან ორ კვირაში, მე და ჩემი ოჯახის წევრებმა ჩვენი იმუნური სტატუსი გადავამოწმეთ და კოვიდ19-ის წინააღმდეგ ძლიერი იმუნიტეტი ჩამოგვიყალიბდა " - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.