გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის ძალებში სპორტული ტურნირი გაიმართა

4-07-2021

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებს შორის გამართული სპორტული ტურნირი დასრულდა. ვაზიანში, მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურეები ერთმანეთს სპორტის ოთხ სახეობაში - ფეხბურთში, ფრენბურთში, მკლავჭიდსა და ძალოსნობაში შეეჯიბრნენ.

გამარჯვებულებს თასები და მედლები თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა, მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი ჯინჭარაძემ, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მთავარმა სერჟანტმა შალვა მთვარელიშვილმა, მე-4 მექანიზებული ბრიგადის მთავარმა სერჟანტმა კახაბერ ლაბაძემ და მე-5 საარტილერიო ბრიგადის მთავარმა სერჟანტმა დავით ბარბაქაძემ გადასცეს. ტურნირი ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. აღმოსავლეთ სარდლობის ორგანიზებით სპორტული შეჯიბრი სამხედრო მოსამსახურეებს შორის მომავალშიც გაიმართება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930