გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
აშშ-ში დააკავეს მშობლები, რომლებიც ბავშვებს სიბინძურეში ზრდიდნენ

15-05-2018

აშშ-ში, კალიფორნიაში დააკავეს მშობლები, რომლებიც 10 შვილს დასალაგებელ სახლში ზრდიდნენ. ამის შესახებ Foxnews-ი წერს. 

როგორც გაირკვა, ბავშვები ხშირად ავადდებოდნენ იმის გამო, რომ მათ სახლში ცხოველის, ადამიანის ფეკალიები, სხვადასხვა ნარჩენები და დამპალი საკვები ეყარა. 

ასევე, არასრულწლოვნებს დამწვრობები და სხვადახვა ჭრილობები აღენიშნებათ, - მათი თქმით, ეს მშობლების ძალადობის კვალია. 

ერთ-ერთი შვილი, 12 წლის ბავშვი ერთი თვის წინ, გაუსაძლისი პირობების გამო, სახლიდანაც გაიქცა, თუმცა ის სახლში დააბრუნეს. 

პოლიციამ და სოციალურმა სამსახურმა მიიჩნია, რომ სახლში ცხოვრება საშიშია ბავშვებისთვის.

მშობლები დააკავეს, თუმცა უცნობია, რა სასჯელს მიუსჯის მათ სასამართლო. 



imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031