გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ტრანსცხიმების შემცველი საკვები წელიწადში ნახევარ მილიონ ადამიანს იწირავს

15-05-2018

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, საკვებში შემავალი ტრანსცხიმები მსოფლიოში ყოველწლიურად ნახევარ მილიონამდე ადამიანს იწირავს. ამის შესახებ Aljazeera წერს.

ორგანიზაცია გეგმავს, დააყენოს მავნე ნივთიერებების შემცველი პროდუქტების აკრძალვის საკითხი. მათი ცნობით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, სერიოზული ცვლილებები იგეგმება ამის მისაღწევად.

ტრანსცხიმები ცხოველური და მცენარეული წარმოშობის ნატურალურ ცხიმებს ცვლიან და მას სწრაფი კვების ობიექტებში ხშირად მოიხმარენ. საკვებში ტრანსცხიმების გამოყენება იწვევს „ცუდი ქოლესტერინის“ დაგროვებას და ნეგატიურ ცვლილებებს სისხლში, - რისი შედეგიცაა ათეროსკლეროზი და გულის კორონარული უკმარისობა.  

შეფასებულია, რომ საკვებში ტრანსცხიმების შემცველობის 2%-ით მატება თითქმის ორჯერ ზრდის კორონარული უკმარისობის რისკს ადამიანებში.

2004 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მოუწოდა ყველა ქვეყანას ადამიანთა პოპულაციის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ხმარებიდან ამოიღონ ტრანსცხიმების შემცველი პროდუქტები.

რიგ ქვეყნებში (მაგალითად, დანია) ტრანსცხიმების შემცველი პროდუქტებით ვაჭრობა უკვე აიკრძალა, სხვებში შეიზღუდა (მაგალითად, არგენტინასა და ბრაზილიაში დაშვებულია 2%-იანი შემცველობა პროდუქტში, რუსეთში - 8%) ან დაწესდა ეტიკეტზე მითითების ვალდებულება (აშშ).

საქართველოში ტრანსცხიმების შემცველი პროდუქტებით ვაჭრობა დღეს არ რეგულირდება.



imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728