გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მთავრობამ „აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტის“ დამტკიცების შესახებ“ დადგენილება მიიღო

5-07-2021

„აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტი“ შემუშავებულია „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს აკვაკულტურის განხორციელების პროცესში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, გარემოს დაცვას, ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას, მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების ხელშეწყობას და ასევე, იმ პირების დაცვას რომელიც, ამ ტექნიკური რეგლამენტის და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ეწევიან აკვაკულტურის საქმიანობას.

ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს აკვაკულტურის ტიპებს და აკვაკულტურის სუბიექტის ვალდებულებებს. აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია დარეგისტრირდეს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში როგორც ბიზნესოპერატორი. ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც აუცილებელია მდგრადი აკვაკულტურის საქმიანობისათვის. გარდა ამისა, ტექნიკური რეგლამენტი ადგენს ეკოლოგიური მონიტორინგის განხორციელების წესს, რომლის მიზანია: აკვაკულტურის სუბიექტის საქმიანობის გარემოზე ზეგავლენის შეფასება, რისკების შეფასება და შესაბამისი დასკვნისა და რეკომენდაციების შემუშავება; და წყლის ეკოსისტემების დაცვა.

ტექნიკური რეგლამენტის პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ არის მომზადებული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930