გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
როგორ უნდა მოიქცეს აბიტურიენტი თუ რეგისტრაციისას თანხა შეცდომით გადარიცხა

15-05-2018

2018 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციისას ზედმეტად/შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადები მიიღება 16 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ცენტრი ავრცელბს.

ქ. თბილისში - მისამართზე მინდელის ქ. N9, 10:00 სთ-დან - 18:00 სთ-მდე;

რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს: აპლიკანტის/გადამხდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია - კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა).

განაცხადს აუცილებლად უნდა დაერთოს: ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება.

ცენტრის ინფორმაციით, თუ სარეგისტრაციო საფასური გადახდილია: საბანკო დაწესებულებაში ან ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით საფასური დაბრუნდება მხოლოდ გადამხდელის ანგარიშზე;

გადახდის შესაძლო სხვა საშუალებების გამოყენებით (თვითმომსახურების ტერმინალი, ვებგვერდის გამოყენებით,) საფასური დაბრუნდება მხოლოდ აპლიკანტის ანგარიშზე.

საფასური სრულად ბრუნდება, თუ პირი არ დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდაზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე ან საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში  ან  2018 წლის 15 მაისის 18:00 საათამდე უარი განაცხადა გამოცდებში მონაწილეობის მიღებაზე;

თუ საფასური გადახდილია რეგისტრაციისათვის განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის;

თუ აბიტურიენტი ვერ მოიპოვებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – ატესტატს;

თუ პედაგოგმა ან მასწავლებლობის მსურველმა არ გაიარა რეგისტრაცია დადგენილ ვადებში, ან 30 მარტის 18:00 საათამდე უარი განაცხადა კომპეტენციის დადასტურებაში/გამოცდაში მონაწილეობის მიღებაზე.



imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930