გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

8-07-2021

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა დიღმის მასივის III, IV კვარტლების, აღმაშენებლის ხეივნის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ქოშიგორის დასახლების, ზაარბრუკენის მოედნის, დაბა წყნეთის, ბაგების სატყეო უბნის, სამრეწველო დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, ბესიკ გეთიას, პაატა ჯანელიძის, რუსუდანის, ივლეთის, ნარგიზის, ციხისძირის, ბარაქაშვილის, თეთრიწყაროს, სერგო წულაძის, იმედაძის, უჩანეიშვილის, ნეკრასოვის, პლატონის, ხეთაგუროვის, ორთაჭალის, კრწანისის, ალიოშა ჯაფარიძის, ჯავახიშვილის, ტოლსტოის, წინამძღვრიშვილის, დიდაღმართის, პეტრიწის, ჯორჯ ბალანჩივაძის, ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ ფერაძის, ყუშიტაშვილის, პიმენ ყურაშვილის, სიხარულის, გოგიაშვილის, ძმები კარბელაშვილების, გოდერძი ჩოხელის, ჩაჩავას, აისის, სოლოღაშვილის, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, ფარნავაზის, შალვა ნუცუბიძის, ნადარეიშვილის, გაზაფხულის, დელისის, ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.


10:00 საათიდან 17:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას გლდანულის დასახლების, აეროპორტის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, კახეთის ჩიხის, მამისაშვილის და ახვლედიანის ქუჩების მოსახლეობა, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე თავისუფლების მოედნის მოსახლეობა, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე კალოუბნის და აბაშვილის ქუჩების მოსახლეობა, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე კი ახვლედიანის და ჩანტლაძის ქუჩების მოსახლეობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930