გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცესკოს ყოფილი სუფლიორი ცესკოს წევრობას გეგმავს -დავით ჩიხელიძე

8-07-2021

ექსპერტის საარჩევნო სისტემის საკითხებში, დავით ჩიხელიძის განცხადებით, ცესკოს ყოფილი სპიკერი ანა მიქელაძე, არის სახე უპრინციპო ადამიანისა, რომელსაც მაღალი ღირებულებები არ გააჩნია და მზად არის ფულის სანაცვლოდ გუნდი და საქმე მიატოვოს:

"გუშინ ცესკოს თავმჯდომარის და წევრობის მსურველთათვის გასაუბრების ეტაპი დაიწყო, უნდა აღინიშნოს, რომ გასაუბრება გამჭირვალობის უმაღლეს სტანდარტს აკმაყოფილებს, მისი ხილვის შესაძლებლობა თითოეულ მოქალაქეს და დაინტერესებულ მხარეს აქვს, რაც ცესკოს ახალი თავმჯდომარის და წევრების მიმართ ნდობის მანდატს ზრდის და საზოგადოებაში, პროცესის მიმართ კითხვის ნიშნები არ რჩება. ყველა კანდიდატს წარმატებებს ვუსურვებ, ღრმად მწამს, რომ ცესკოს ახალი თავმჯდომარე და წევრები გამორჩეულნი იქნებიან,როგორც საკუთარი კომპეტენციით ასევე პრინციპულობით და ღირებულებების პატივისცემით.
ამ ეტაპზე აღნიშნულ კრიტერიუმებს ნამდვილად ვერ და არ აკმაყოფილებს ცესკოს ყოფილი სპიკერი ანა მიქელაძე, ეს არის სახე უპრინციპო ადამიანისა, რომელსაც მაღალი ღირებულებები არ გააჩნია და მზად არის ფულის სანაცვლოდ გუნდი და საქმე მიატოვოს. ადრე ანას ყველა ვიცნობდით (არჩევნების საკითხებზე მომუშავე ადამიანები), როგორც ცესკოს სპიკერს რომელსაც დაწერილი ტექსტის წაკითხვა ევალებოდა, არა ტექსტის დაწერა, არამედ დაწერილი ტექსტის წაკითხვა. გუშინ კი „აღმოჩნდა" რომ ანა ფაქტიურად ცესკოს არაფორმალური მართველი იყო, რომელზეც იდგა სისტემა და რომლის სიტყვასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

რეალურად ანა არის განდიდების მანიით შეპყრობილი უპრინციპო ადამიანი, რომელიც პირადი მერკანტილური მიზნებით მოქმედებს მისი კანდიდატურის, ცესკოს წევრის პოზიციაზე განხილვაც კი არასერიოზულია" - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930