გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: საქართველო სტაბილურობისა და საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით რეგიონის ერთ-ერთი ლიდერია

16-05-2018

„გასული 25 წლის მანძილზე მსოფლიომ შეძლო, დაენახა საქართველოს ერთგულება მშვიდობის, დემოკრატიის, უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და ეკონომიკური განვითარებისადმი”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილ პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტზე განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის მიზანსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი შეფასებით, მიღწეული შედეგები აჩვენებს, რომ ასამბლეა სამართლიანად ითვლება ფასდაუდებელ საზოგადო სიკეთედ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორგანიზაცია შეიქმნა და მნიშვნელოვანი პოზიცია დაიმკვიდრა თურქეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობის გაბედული ნაბიჯების წყალობით.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობას და წევრ ქვეყნებს შორის ნდობის ჩამოყალიბებას ერთმნიშვნელოვნად უწყობდა ხელს საქართველო. მისივე თქმით, საქართველომ შეძლო სუსტი სახელმწიფოდან საბაზრო ეკონომიკად გარდაქმნა, ძლიერი ინსტიტუტების ჩამოყალიბება და თავისუფალი ეკონომიკის განვითარებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა.

“მეგობრობის დაფასება ქართული კულტურისა და ტრადიციის ნაწილია და არსებობს მრავალი პოზიტიური საქმიანობა და ინიციატივები, რომლებიც აჩვენებს საქართველოს მისწრაფებას მეგობრობის, გულწრფელობის, ურთიერთსარგებლობის,პატივისცემისა და საკუთარ პოლიტიკაში ჩართვისკენ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებით.

გასული 25 წლის მანძილზე მსოფლიომ შეძლო დაენახა საქართველოს ერთგულება მშვიდობის, დემოკრატიის, უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და ეკონომიკური განვითარებისადმი. ჩვენ განვიცადეთ როგორც წინსვლა, ასევე უკუსვლა,მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველომ წარმატებას მიაღწია და შეძლო სუსტი სახელმწიფოდან საბაზრო ეკონომიკად გარდაქმნა, არაეფექტიანი ეკონომიკიდან წარმატებული დემოკრატიული რეფორმების გზაზე გადასვლა, ძლიერი ინსტიტუტებისჩამოყალიბება, სათანადო სოციალური მომსახურებების მიწოდება და თავისუფალი ეკონომიკის განვითარებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ წლების მანძილზე საქართველომ ევროპული ოჯახისკენ სვლა დაიწყო. მისი შეფასებით, 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმება იყო უმნიშვნელოვანესი მიღწევა ევროკავშირთან ურთიერთობის მიმართულებით და ქვეყნის შემდგომი განვითარებისა და გარდაქმნისთვის ძლიერ სტიმულს წარმოადგენდა. „რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ წლების მანძილზე საქართველომ წამოიწყო სვლა ევროპისერთა ოჯახისკენ, რომელსაც, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო სამართლიანად მიეკუთვნება. სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება, დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია და ევროკავშირთან თანამშრომლობაადამიანის უფლებათა საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ძირითადი საკითხები იყო. შესაბამისად, 2014 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმება იყო უმნიშვნელოვანესიმიღწევა ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებში და წარმოადგენდა ჩემი ქვეყნის შემდგომი განვითარებისა და ნამდვილი გარდაქმნის ძლიერ სტიმულს. მინდა აღვნიშნო, რომ ასოცირების შეთანხმებამ უკვე მოიტანა მნიშვნელოვანი შედეგები,რადგან საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში გაორმაგდა და გასამმაგდა კიდეც, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურონ.

ვამაყობ, რომ ამ რეფორმების გამო საქართველო გახდა რეგიონის ერთ-ერთი ლიდერი სტაბილურობისა და საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით, რაც სათანადოდ აისახა ჩვენს რეიტინგზე საერთაშორისო ინსტიტუტებში”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აქტიურად ცდილობს მიაღწიოს ევროკავშირთან როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ინტეგრაციას, ქვეყანას, ასევე, სურს ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებააზიის ქვეყნებთან, მათ შორის ჩინეთთან. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაჭრობის ლიბერალიზაცია და მსოფლიოს წამყვან ბაზრებში ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური პრიორიტეტებია.

„ვაჭრობის ლიბერალიზაცია და მსოფლიოს წამყვან ბაზრებში ინტეგრაცია საქართველოს უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური პრიორიტეტებია. ბოლო პერიოდში საქართველომ უდიდესი ნაბიჯი გადადგა წინ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობისშეთანხმების გაფორმების გზით, რითაც საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობა აქვს ჩინეთთან, ასევე ყველა მეზობელ ქვეყანასთან თურქეთის რესპუბლიკის ჩათვლით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საყოველთაოდ არის აღიარებული, რომ შავი ზღვის რეგიონი სულ უფრო მეტად ხდება სტრატეგიული ადგილი ევროპასა და აზიას შორის ინტენსიური ეკონომიკური კავშირებისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორც ამ ხიდის მნიშვნელოვანმა ნაწილმა, საქართველომ, საკუთარი ავტორიტეტი დაამტკიცა.

“საყოველთაოდ არის აღიარებული, რომ შავი ზღვის რეგიონი სულ უფრო მეტად ხდება ევროპასა და აზიას შორის ინტენსიური ეკონომიკური კავშირების სტრატეგიული ადგილი. ამ ხიდის მნიშვნელოვანმა ნაწილმა, საქართველომ,დაამტკიცა საკუთარი ავტორიტეტი, როგორც ნავთობისა და გაზის მიწოდების მნიშვნელოვანმა სატრანზიტო დერეფანმა, რომელიც დაკავშირებულია ევროპასთან ცენტრალური აზიისა და კასპიის ტერიტორიებიდან. ჩვენ მონაწილეობას ვიღებთმნიშვნელოვან რეგიონულ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში, რომელთა შორისაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, მულტიმოდალური ბლოკ-მატარებელი (Silk Wind), სატრანსპორტო დერეფანი „ლაპის ლაზული“ ("Lapis Lazuli),სატრანსპორტო დერეფანი „სპარსეთის ყურე, ირანი - შავი ზღვისპირეთი, ევროპის ქვეყნები“ და მრავალი სხვა.

საქართველო ასევე გახდა „აბრეშუმის გზის“ მნიშვნელოვანი რგოლი და აქტიურ მონაწილეობას იღებს ჩინეთის ინიციატივაში ‘სარტყელი და გზა“. რეგიონის გეოსტრატეგიული პოზიციის ეფექტიანი გამოყენებისა და აბრეშუმის გზის ე. წ. „შუა დერეფნის“ გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით ჩვენ უკვე დავიწყეთ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლებისა და განვითარების კომპლექსური მრავალმილიონიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს საქართველოსავტომაგისტრალების დაჩქარებული მშენებლობა, რკინიგზის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება.

საქართველოში მიმდინარე ეს უაღრესად დადებითი მოვლენები გვარწმუნებს, რომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის აღმოსავლეთის წევრი ქვეყნების ევროკავშირთან მჭიდროპოლიტიკური ინტეგრაცია ერთადერთი წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს გავაძლიეროთ უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების განზომილებები შავი ზღვის მთლიანი ტერიტორიის ფარგლებში”,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930