გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კობა კობალაძე გეგმიური ვიზიტის ფარგლებში საჩხერელ ვეტერანებს შეხვდა

11-07-2021

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, მის მრჩეველთან ვლადიმერ იმნაძესთან ერთად, რეგიონებში გეგმიური ვიზიტის ფარგლებში, საჩხერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებთან, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა.

ვეტერანებს, დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ სამსახურის სამომავლო გეგმებზე, იმ გამოწვევებზე, რომელთა დაძლევაც, უფრო ეფექტურს გახდის მათ ინტეგრირებას სხვადასხვა პროცესებში. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. გამოიკვეთა პრობლემები, რომლებსაც სამსახურში, დირექტორის გადაწყვეტილებით შექმნილი, სპეციალური სამუშაო ჯგუფი ადგილზე შეისწავლის და მათი გადაჭრის გეგმას შეიმუშავებს.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი, ბენიამენ ფალავანდიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ივანაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

დღეის მდგომარეობით, საჩხერის მუნიციპალიტეტში, 500-ზე მეტი ვეტერანია რეგისტრირებული და ადგილობრივი თვითმმართველობის ძალისხმევით, მათი პრობლემების მოგვარება, შეძლებისდაგვარად ხორციელდება. სამსახურის დირექტორის გეგმიური შეხვედრები რეგიონებში მცხოვრებ ვეტერანებთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, მიზნად ისახავს, სამსახურის ბენეფიციართა სოციალურ- ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად,სხვადასხვა უწყებების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას და უფრო ქმედითი ნაბიჯების დაგეგმვას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930