გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აბიტურიენტებისთვის, რომლებიც კოვიდინფექციის გამო გამოცდაზე ვერ გამოცხადდნენ, დამატებითი საგამოცდო სესიები ჩატარდება

12-07-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა

იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში ქუთაისის საგამოცდო ცენტრები მოინახულა და ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

მინისტრის მოადგილემ აბიტურიენტებს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ რთული სასწავლო წლის მიუხედავად, სასურველ უნივერსიტეტში ჩაბარებას თითოეული მათგანი წარმატებით შეძლებს. მისივე თქმით, 2021 წელს დამატებითი საგამოცდო სესიები ჩატარდება იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც კოვიდინფექციის გამო გამოცდაზე ვერ გამოცხადდნენ.

თითოეულ საგამოცდო საგანში დამატებითი გამოცდა დაინიშნება არაუადრეს 2 კვირისა.

საგამოცდო პროცესი პირველ ივლისს დაიწყო და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების დაცვით ამ დრომდე მიმდინარეობს. საქართველოს მასშტაბით გახსნილია 25 საგამოცდო ცენტრი. კერძოდ, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

საგამოცდო ცენტრები გახსნილია ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, 14 ივლისიდან კი პროცესში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031