გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტმა სახალხო დამცველის ანგარიშის შესახებ დადგენილება მიიღო

12-07-2021

პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე 81 ხმით, ერთხმად მიიღეს „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ" საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე" დადგენილება.

პარლამენტმა, 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ანგარიშს 23 ივნისის პლენარულ სხდომაზე მოუსმინა.

486-გვერდიან ანგარიშში მიმოხილულია 2020 წელს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა.

24 ივნისის პლენარულ სხდომაზე კი სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით, პარლამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოხსენება მოისმინა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930