გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის ელჩს შეხვდა

13-07-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, დესისლავა ივანოვას შეხვდა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ნაყოფიერ თანამშრომლობას არაერთი მიმართულებით. განსაკუთრებით აღინიშნა შავი ზღვის პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობა, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში და ამ პროცესში, რეგიონული თანამშრომლობის აუცილებლობა.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში ბულგარეთის მხარდაჭერაზე, რაც საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარა.

დიპლომატმა პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ბულგარეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი.

ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩს საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული პარტნიორობის განვითარების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930