გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
გუბაზ სანიკიძე შესაძლოა, სომხეთის მთავრობის წევრი გახდეს

16-05-2018

სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა. ამის შესახებ თავად ფაშინიანმა განცხადა ჟურნალისტებთან: “საქართველოში რაც შეიძლება მალე ჩავალ, ახლა ვიზიტის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება მიმდინარეობს”.


გავრცელებული ინფორმაციით, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისს ექვსი ქვეყნის პრეზიდენტი და მაღალი თანამდებობის პირები ეწვევიან. გამორიცხული არ არის, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტიც ამ პერიოდს დაემთხვეს.


როგორც „რეზონანსისთვის“ გახდა ცნობილი, ნიკოლ ფაშინიანთან ახლო ურთიერთობა აქვს ცნობილ ქართველ პოლიტიკოსს გუბაზ სანიკიძეს და იმასაც ამბობენ, რომ შეიძლება მას სომხეთის ახალ ადმინისტრაციაში თანამდებობაც კი შესთავაზონ.


თავად სანიკიძე ამ თემაზე საუბრისას აცხადებს, რომ ახლო მომავალში ჩავა ერევანში.




bfm.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728