გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ეს შენი წარსულია
სტალინმა სულ ცოფები ყარა, გალაკტიონის მსგავს ხალხს როგორ აპატიმრებთო-რას იხსენებდა დიდი პოეტი

16-05-2018

დიდი ქართველი პოეტი გალაკტიონ ტაბიძე, 37-იანი წლების რეპრესიების პერიოდში თავის მეუღლესთან ერთად დააპატიმრეს, თუმცა რამდენიმე დღეში ის უშუალოდ სტალინის ბრძანებით გაათავისუფლეს.


აი რას იხსენებდა გალაკტიონი თავის მძღოლთან, არჩილ მღებრიშვილთან პირად საუბარში, რომელმაც მოგვიანებით ეს ისტორია გაზეთ „ასავალ-დასავალს“ უამბო:


„ერთხელ მომიყვა, თბილისში, თავის სახლში ღამის 2 საათზე როგორ მიაკითხეს უშიშროებიდან და უთხრეს - დიდი ბოდიში, ბატონო გალაკტიონ, დავალებას ვასრულებთ, თქვენ და თქვენი მეუღლე უნდა წაგიყვანოთ, ჩაიცვითო. იმ ღამეს გალაკტიონი და ოლღა ოკუჯავა სატვირთო მატარებლის ვაგონში ჩასხეს (რომლითაც შეშა და მორები გადაჰქონდათ) და მოსკოვში ჩაიყვანეს. გაუფრთხილებიათ, სანამ ვაგონს შევავსებთ და ციმბირისკენ წავალთ, რამდენიმე დღე აქ შევჩერდებითო. დილის 6 საათზე გალაკტიონი ქალის ფეხსაცმლის ბაკუნს გაუღვიძებია. სტალინის სახელზე მაშინვე წერილი დაუწერია და იმ ქალისთვის უთხოვია, ქართველი პოეტი ვარ, ნუ დამზარდები, ეს წერილი სტალინის ფოსტაში ჩააგდეო. სამი დღის შემდეგ გალაკტიონი კრემლში მიიყვანეს. სტალინს სულ ცოფები უყრია, გალაკტიონის მსგავს ხალხს როგორ აპატიმრებთო. მერე თავისი შიდა ტელეფონის ნომერი მიუცია - ყოველთვის შეგიძლია დამიკავშირდეო. გალაკტიონს უთქვამს, ჩემი მეუღლეა დაპატიმრებულიო. სტალინს ოლია ოკუჯავას მიყვანაც უბრძანებია, მაგრამ ხელქვეითებს უთქვამთ, მის მეუღლეს მეორე ღამეს გული გაუსკდა და გარდაიცვალაო. სტალინს მწუხარება გამოუთქვამს: მკვდარს ვერ გაგიცოცხლებთ, მაგრამ თქვენ თავისუფალი ხართო. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ იმ ღამით გალაკტიონის მეუღლე არ გარდაცვლილა, შემდეგ დაუხვრეტიათ. მთელი ცხოვრება ეს ტკივილი სტანჯავდა, რომ ვერ უშველა, რომ ვერაფრის გაკეთება შეძლო. როცა ეს ამბავი მიამბო, მითხრა - ყოველივე ამის შემდეგ აღარც ცხოვრება მინდა, არც მწერლობა და საერთოდ არაფერიო. ამიტომაც აღარ მიკვირდა, უკვე ასაკში შესული სმას რომ იყო მიძალებული“ - იხსენებს მგოსნის მძღოლი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930