გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: პრემიერის, მთავრობის და ეკლესიის ჩართულობით ზაზა გახელაძე თავისუფალია

14-07-2021

"ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად საქართველოს მთავრობა ინტენსიურად იყო ჩართული მოლაპარაკებებში, რომელიც წარმოებდა ასეთ შემთხვევაში აქტუალური სხვადასხვა ფორმატებით, საბოლოო ჯამი პრემიერ-მინისტრის და მთავრობის აქტიური ძალისხმევით და საპატრიარქოს ჩართულობით, ეს მოხერხდა“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

„ვულოცავ საზოგადოებას ზაზა გახელაძის გათავისუფლებას, განსაკუთრებით ოჯახს, შვილებს მეუღლეს, მშობლებს , ნამდვილად სასიხარულო დღეა. ჩვენთვის მთავარი იყო ამნისტიის მიღწევა და ეს მიზანი მიღწეულია. მთავრობა თავიდან ბოლომდე ინტენსიურად იყო ჩართული მოლაპარაკებებში, რომელიც წარმოებდა იმ ფორმატებით, რომელიც ასეთ შემთხვევაში აქტუალურია, გამოყენებული იქნა სხვადასხვა ინსტრუმენტი ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად, საბოლოო ჯამი პრემიერ-მინისტრის და მთავრობის აქტიური ძალისხმევით, საპატრიარქოც იყო ჩართული ამ პროცესში, ეს მოხერხდა. ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებთ და არც არის მიზანშეწონილი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930