გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აჭარელი ნოტარიუსების ოფისი ბათუმის იუსტიციის სახლში განთავსდება

17-07-2021

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ნოტარიუსტა პალატის აჭარის წარმომადგენლობას დღეიდან ახალი მისამართი აქვს. იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ინიციატივით, ისინი ბათუმის იუსტიციის სახლის მე-16 სართულზე განთავსდებიან. ნოტარიუსთა პალატის აჭარის ოფისი ბათუმის იუსტიციის სახლში ფუნქციონირებას უკვე დღეიდან შეუდგება.

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სამუშაო ვიზიტით ქუთაისში, ოზურგეთსა და აჭარაში იმყოფებოდა . მან დასავლეთ საქართველოში სტუმრობა ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებთან შეხვედრით დაასრულა - აცხადებს იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.

უწყების ცნობითვე, რეგიონებში მინისტრის სამუშაო შეხვედრების მიზანი იუსტიციის სისტემის გამოწვევების იდენტიფიცირება და მათზე დროული და ეფექტიანი რეაგირებაა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930