გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: პოლიტიკოსებს როცა ვუსმენ, მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე საუბრობენ

17-07-2021

ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები,პოლიტიკოსებს როცა ვუსმენ, მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე საუბრობენ და ფიქრობენ, ეს მოცემულობაა და უნდა შევცვალოთ-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქართულ ოცნებას და პირადად მას აქვს პრეტენზია, რომ 8 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი გააკეთეს ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობის განმტკიცების მიმართულებით.

ერთი რამ მინდა ჩვენს მოსახლეობას და თქვენ კიდევ ერთხელ განგიმარტოთ, ჩვენი მთავარი საზრუნავი მეგობრებო უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები და არაფერი ჩვენი ქვეყნის ინტერესების გარდა. პოლიტიკოსებს როცა ვუსმენ, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე საუბრობენ და ფიქრობენ. მათ პოლიტიკას არაფერი აქვს საერთო ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან, ეს ძალიან დიდი მწუხარებით მინდა აღვნიშნო. რეალურად, ეს ტრაგედიაა, მაგრამ ეს მოცემულობაა, რეალობაა, ჩვენ უნდა მივიღოთ და თვალი გავუსწოროთ რეალობას, მაგრამ უნდა შეცვალოთ. ის აჟიოტაჟი, რაც შეიქმნა და სპეკულაციები, რაც წამოვიდა, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. მოგეხსენებათ, რომ ბატონი შარლ მიშელი ჩამოდის ბათუმში, დაესწრება ჩვენს კონფერენციას, რომელიც არის "ევროპული გზა". ასევე, ჩვენ კოლეგებს ველოდებით, მოლდოვის და უკრაინის პრეზიდენტებს. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალინ კარგი პლატფორმა, შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გავცვალოთ, გავუზიაროთ ერთმანეთს მიღწეული პროგრესი. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ძალიან ბევრი გავაკეთეთ 8 წლის განმავლობაში იგივე ევროასოცირების მიმართულებით, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და უამრავი სხვა რამ. თუნდაც ევროკავშირთან ურთიერთობის განმტკიცების მიმართულებით, მე პირადად, ჩვენს გუნდს, მთლიანად "ქართულ ოცნებას" ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული. გვაქვს პრეტენზია, რომ ამერიკასთან ურთიერთობის განმტკიცების მიმართულებით ძალიან ბევრი გვაქვს გაკეთებული. შარლ მიშელის შეთანხმებაზე და მის ჩართულობაზე მინდა ვთქვა, ჩვენ კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით პრეზიდენტ შარლ მიშელს, მისი ჩართულობა იმ დროს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მომხდარიყო შეთანხმების მიღწევა ჩვენს ოპოზიციასთან. თუმცა, აქვე შევახსენებ ყველას, რომ ოპოზიციის ნახევარზე მეტს, რა თქმა უნდა დესტრუქციული სააკაშვილის მეთაურობით და მისი პარტიის ლიდერობით, ხელი დღემდე არ აქვს მოწერილი ამ შეთანხმებაზე, რაც ყველაფერს სცემს პასუხს. მე აქვე მინდა ასევე ჩვენს პარტნიორებს და ყველას შევახსენო, რომ ჩვენი მხრიდან, დღეის ჩათვლით და ზოგადად, ყველაფერს ვაკეთებთ ამ შეთანხმების შესასრულებლად და ვასრულებთ ყველა ვალდებულებას. რა თქმა უნდა, პროცესი გრძელდება. დანარჩენი ყველაფერი სპეკულაციაა. მოსამართლეების დანიშვნა არის პროცესი. შეიძლება რაღაც გაუგებრობა არსებობდეს, შევხვდებით, დავილაპარაკებთ, ისევ ისე გავაგრძელებთ ჩვენს მეგობრობას და პარტნიორობას,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930