გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჟურნალისტი ეკა ეგაძე გარდაიცვალა

19-07-2021

საქართველოს პრველი არხის ჟურნალისტი ეკა ეგაძე გარდაიცვალა. იგი ოპერაციის შემდეგ რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ეკა ეგაძე სხვადასხვა დროს იყო საინფორმაციო გადაცემის წამყვანი, დილისა და გასართობი გადაცემების პროდიუსერი, გადაცემა „დღის კოდის“ პროდიუსერი.

იყო საინფორმაციო სააგენტოს რედაქტორი.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“, საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE და პორტალი REGION.GE ეკა ეგაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31