გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: შარლ მიშელს ვუთხარი, რომ ვართ აბსოლუტურად მოწადინებული და მოტივირებული, რომ მართლმსაჯულების რეფორმა გავაგრძელოთ

19-07-2021

მე შარლ მიშელს ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოწადინებული და მოტივირებული, რომ გავაგრძელებთ და ვაკეთებთ მართლმსაჯულების რეფორმას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შარლ მიშელთან საუბარი შეეხო ასევე საარჩევნო რეფორმას.

„მე მქონდა საუბარი პრეზიდენტ მიშელთან საარჩევნო რეფორმასთან დაკავშრებით. მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ თითქმის სრულყოფილი საარჩევნო ეფორმა შევიმუშავეთ. ასევე გვქონდა ჩართულობა ოპოზიციასთან. ასევე მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოწადინებული და მოტივირებული, რომ გავაგრძელებთ და ვაკეთებთ მართლმსაჯულების რეფორმას. მე მას ვუთხარი, რომ წლების განმავლობაში ჩვენ უკვე ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ სასამართლოში, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, ჩვენ ვაკეთებთ უფრო მეტს და ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31