გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირი და შეერთებული შტატები იყვნენ სამაგალითო პარტნიორები ჩვენი უსაფრთხოების, ეკონომიკის და დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით

19-07-2021

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ გადამწყვეტ როლს, რომელსაც ევროკავშირი და შეერთებული შტატები ასრულებენ საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა".

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროკავშირი და შეერთებული შტატები იყვნენ სამაგალითო პარტნიორები საქართველოს უსაფრთხოების, ეკონომიკის და დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საერთაშორისო ფორმატში მხოლოდ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უზრუნველყო მუშაობა და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საოკუპაციო ძალების პროვოკაციების აღკვეთას 2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ. ევროკავშირი და შეერთებული შტატები იყვნენ სამაგალითო პარტნიორები ჩვენი უსაფრთხოების, ჩვენი ეკონომიკის და ჩვენი დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით. ჩვენ ახალგაზრდა დემოკრატია ვართ, მაგრამ ვუსმენთ, ვსწავლობთ და ვვითარდებით, თან ვცდილობთ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მეტ ინტეგრაციას.

როგორც ჩემი გამოსვლის დასაწყისში ვთქვი: მოდით, აქ ყველამ დავდოთ პირობა, რომ ჩვენს რეგიონს შესაძლებლობების ოაზისად ვაქცევთ და არ დავტოვებთ კონფლიქტების რეგიონად. ყველას დიდ მადლობას გიხდით საქართველოში ჩამოსვლისთვის. გმადლობთ, მსოფლიოს დახმარებისთვის, რათა ის დაუბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობას. გმადლობთ, ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების განვითარებისათვის.

ყველას გულწრფელად გისურვებთ წარმატებულ კონფერენციას, რათა უფრო მეტი თანამშრომლობა აკავშირებდეს ჩვენს ერებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930