გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თორნიკე რიჟვაძე: ჩვენს პარტნიორებთან ერთად ძალიან მალე შევძლებთ, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ

19-07-2021

დღეს ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენცია – "ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია" გაიხსნა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მოლდოვას, უკრაინისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა, მაია სანდუმ, ვლადიმირ ზელენსკიმ და შარლ მიშელმა. ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ლიდერების აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

,,ბათუმი უკვე ტრადიციულად მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას. წელს ეს კონფერენცია ეძღვნება ევროკავშირის კუთხით კიდევ უფრო მეტ გაძლიერებას. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ამ კონფერენციას ესწრებიან მაღალი რანგის სტუმრები, ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი, ასევე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ლიდერები და დარწმუნებული ვარ, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ძალიან მალე შევძლებთ გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობაა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930